მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა

მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა მოდგმის გაგრძელება წარიმართებოდა ზუსტად იმგვარად, როგორც ახლა ხდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი სიახლოვე იქნებოდა უვნებო, ანუ ტკბობისა და ტკივილის გარეშე. მაგრამ დაცემის შემდგომ, კაცთა ბუნება მიისწრაფის გაექცეს ტანჯვას და რადგან ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ახლავს ჯაფა და სნეულებანი, ადამიანი, რომელიც მიდრეკილია მცონარებისკენ, ბოროტად გამოიყენებდა თავის თავისუფლებას და უარს იტყოდა შვილების გაჩენაზე. ამიტომ ღმერთმა ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს ტკბობითი ხასიათი მიანიჭა, რათა ამ “სატყუარაზე” წამოგებულმა ადამიანმა აღასრულოს საღმრთო ჩანაფიქრი და გააგრძელოს კაცთა მოდგმა.
 
თემატური კითხვები
0