ხორციელი კავშირებისთვის სიამოვნების მინიჭება ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინება, რომ ეს

ხორციელი კავშირებისთვის სიამოვნების მინიჭება ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინება, რომ ეს ურთიერთოებები მჭიდროდ უკავშირდება შვილების გაჩენას. ეს რომ არა, საუბარი იქნებოდა მარტოოდენ ტკბობის მიღებაზე, ყოველგვარი მორალური პრინციპების უგულებელყოფით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების ყოლა თავისთავად არ არის ტკბობის განმწმედელი, მაშინ ნებადართული იქნებოდა შვილების გაჩენა ქორწინების გარეშეც. ზუსტად ქორწინების საიდუმლო განწმედს ამ ტკბობით განცდას, რომლის მიზანიც ბავშვის დაბადებაა. ვიცით რა ყოველივე ეს, არ დაგვავიწყდეს რაც უკვე ითქვა - ადამიანი მოწოდებულია იღვაწოს და ისწრაფოს, რათა მიაღწიოს ღვთაებრივ სიწმიდეს, რადგან მხოლოდ ამგვარად მოიპოვებს იგი ზეციურ სასუფეველს. მაშასადამე, ქორწინების მიზანია არა უბრალოდ შვილების გაჩენა, კიდევ უფრო ნაკლებად - ხორციელი ტკბობა, არამედ მეუღლეების და ბავშვების გადარჩენა. შვილების გაჩენა სამოთხეში შესასვლელი "ბილეთი" არ არის, მაგრამ მის მიღებას უწყობს ხელს.
 
თემატური კითხვები
0