წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და

ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხვა რაიმე წვრილმანისათვის. ამ მიზეზის გამო ადამიანი ძალზე იშვიათად შედის სულების გრძნობიერად ხედვის მდგომარეობაში. ღვთისთვის სათნოა ის, რომ მისი მსახურნი მის წინაშე უდიდეს კრძალულებაში, მის მიმართ უთუო მორჩილებაში, მისი უწმინდესი ნების უეჭველ ერთგულებაში იმყოფებოდნენ გამუდმებით. ამ დამოკიდებულების დარღვევა უსიამოა ღვთისთვის და ღვთის რისხვის ბეჭედს გვასვამს ჩვენ. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევის განუსჯელი მცდელობა და ჩვენთვის ღვთისგან დაფარულში თვითნებური შეჭრა, ღვთის გამოცდად მიიჩნევა და განიგდება ღვთის პირიდან უკუნეთში, სადაც ნათელი არ ანათებს.
 
თემატური კითხვები
0