პაისი მთაწმინდელი

სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას

სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას ღვთისმოსაურ ღვაწლთან ერთად სულიერი სიმშვიდე და რწმენა მოაქვს და მაშინ სული იმედითა და სიხარულით ივსება. იმისათვის, რომ მებრძოლი გვირგვინით შეიმკოს, აუცილებელია მოთმინება, ღვთისმოსაობა და სულიერი სიმამაცე. სიმამაცე ღვთისმოსავი გულიდან იღვრება და თუ გული ქრისტესთვის იქმს რაიმეს, ეს მომქანცველი და მტკივნეული არ არის, რადგან ქრისტესთვის ტკივილი არის სწორედ სულიერი ნადიმი. მცირედი ღვთისმოსაური სიმტკიცით და საკუთარი თავისადმი ყურადღებით ძალიან მოკლე დროში შეიძლება მოხდეს განვითარება. შემდეგ სული მიიღებს შეწევნას ქრისტესგან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისგან, ანგელოზებისაგან და წმიდანებისაგან. დიდი დახმარება შეუძლია ასევე კითხვას, ლოცვას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას. მცირედი დაყუდება ხშირად სასარგებლოა ხოლმე.
 
თემატური კითხვები
0