სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და

სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამიანს სულების სულიერი ხედვის უნარი მიენიჭება და გრძნობადი სატყუარა და ცდუნება მისთვის უკვე ნაკლებად საშიში გახდბა, გამოცდილება და ცოდნა კი დიდად სასარგებლო. ხილული სიკვდილის საშუალებით, სულისა და ხორცის გაყრისას, ჩვენ კვლავ სულების საზოგადოებაში შევდივართ. ამ საუფლოში მშვიდობიანი შესვლისთვის აუცილებელია ღვთის სჯულის დროული შეცნობა. სახელდობრ, ასეთი გარდასახვისათვის ადამიანს გარკვეული დრო ეძლევა, მიწაზე მოგზაურობის დრო, რომელიც ყოველი ადამიანისთვის ღვთის მიერ არის განსაზღვრული. ამ მოგზაურობას მიწიერი ცხოვრება ეწოდება. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ:
    1. უფალმა, წინასწარ განზრახვით, ჩვენივე სასრგებლობისათვის უხილავ სამყაროსთან ურთიერობის შესაძლებლობა მოგვისპო.
    2. მიწიერი ცხოვრების დანიშნულება არ მოიცავს უხილავი სამყაროს უცილობელ შეცნობას, პირიქით, მიწიერი ყოფა ამ სამყაროსთან კონტაქტისათვის მზადებაა, რომელიც მთელი სისრულით მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი.
    3. კონტაქტი და ურთიერთობა უხილავ სამყაროსთან ჩვენი მიწიერად არსებობის დროს საშიში და საზიანოა ჩვენი სულისათვის.
    ეს დასკვნები კარგად უნდა დავიმახსოვროთ.
 
თემატური კითხვები
6