ავტორი:
მღვდელი ვლადიმერ ელისეევი
თემა:
განათლება ცოდნა
უხილავ სამყაროში შეღწევის ნებისმიერი თვითნებური მცდელობა და კონტაქტის დამყარება საშიშია და
უხილავ სამყაროში შეღწევის ნებისმიერი თვითნებური მცდელობა და კონტაქტის დამყარება საშიშია და კატასტროფული და გამოუსწორებელი შედეგებით გვემუქრება. ყველაფრის შესახებ სრული ცოდნა ჩვენს დაცემულ, ცოდვილ მდგომარეობაში უსარგებლოც კია, რადგან ეს შესაძლებელია ჩვენი დაღუპვის საწინდარიც გახდეს. ჩვენ ცოდნის მხოლოდ ის მინიმუმი გვჭირდება, რაც ჩვენივე ხსნისათვისაა აუცილებელი. ამრიგად, ჩვენი შესაძლებლობის შეზღუდულობა შემეცნებაში თვით უფლის მიერ არის განსაზღვრული ჩვენდა სასიკეთოდ. "რამეთუ მცირე-რაიმე ვიცით, და მცირედ რაიმე ვწინასწარმეტყველებთ, ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდესვე".
|