
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წმინდა წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ხორციელი გრძნობები ემსახურებიან კარად და ბჭედ შინაგან საკუჭნაოს,
წმინდა წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ხორციელი გრძნობები "ემსახურებიან კარად და ბჭედ" შინაგან საკუჭნაოს, სადაც სული იმყოფება. ეს ბჭენი იღებიან და იკეტებიან უფლის მინიშნებით. დაუშვებელია ადამიანისთვის ღვთის განგებულების უარყოფა და საკუთარი საშუალებებით ღვთის ნების გარეშე საკუთარი გრძნობების განღება და სულებთან აშკარა კავშირში შესვლა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ცხადია, რომ საკუთარი საშუალებებით მხოლოდ დაცემულ სულებთან შეიძლება კონტაქტში შესვლა. წმინდა ანგელოზებისათვის უჩვეულოა ღვთის ნებასთან შეუთანხმებელ, ღვთისათვის არაკეთილსასურველ საქმეში მონაწილეობის მიღება.
|