ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სასოწარკვეთილება
როგორც უფალი ზრუნავს ჩვენი ცხონებისათვის, ისევე ცდილობს კაცისმკვლელი ეშმაკი სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს კაცი. მაღალი და მტკიცე სული არ ეცემა უბედურების ჟამს - რაგინდ მძიმე და აუტანელ გასაჭირშიც არ უნდა ჩავარდეს. ჩვენი ცხოვრება თითქოს განსაცდელებისა და ტანჯვის სახლია, მაგრამ ჩვენ ნუ მივატოვებთ უფალს, სანამ იგი არ უბრძანებს ჩვენს მაწამებელთ, თავი დაგვანებონ; სანამ მოთმინებით და მტკიცე უვნებელობით არ განვახლდებით...