
ავტორი:
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც
სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო. ასე რომ ყოფილიყო, ეს მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნეობდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებული საქმისათვის მიგებული გასამრჯელო. არამედ, ოდენ რწმენისათვის და მოენიჭება საღმრთო მადლი უწინარეს ნებისმიერი კეთილი საქმის აღსრულებისა, რათა მასზე, ვითარცა უმტკიცეს საფუძველზე, დაემყაროს ადამიანის ყველა კეთილი საქმე. ასე რომ, ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ჩვენგან და არ აღიარებს კეთილ საქმეებად არც ერთ ჩვენს საქმეს, თუკი ისინი ჩვენ სულიწმიდის მადლის შეწევნის გარეშე მოგვიმოქმედებია. ღმერთის შეუწევნელად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კეთილ საქმეთა მოქმედება, მაშინ იგი არც გარდამოხდებოდა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის.
|