წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უფლის სულს ქრისტე გვიგზავნის, ამიტომაც არ შეიძლება, რომ იგი ღვთის მტრის, ეშმაკის, უღმერთოს, ანდა

უფლის სულს ქრისტე გვიგზავნის, ამიტომაც არ შეიძლება, რომ იგი ღვთის მტრის, ეშმაკის, უღმერთოს, ანდა კაცთმოძულის გამოგზავნილი იყოს. მისი გამოგზავნა მხოლოდ მეგობარს, ნათესავს, ჩვენს მოყვარულს, მხოლოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს ძალუძს. სული ღმრთისა - სული ჭეშმარიტისა, მამიდან რომ გამომდინარეობს, სული მამისა მამობრივია, ამიტომაცაა იგი დალოცვილი და სასიხარულო. სიხარულითა და სიკეთით ამოიცნობთ მას.
    და ბოლოს, სულიწმიდა ქრისტეზე მოწმობს, ამტკიცებს, რომ ქრისტეა ძე უფლისა და კაცობრიობის მხსნელი. ყველა სული, ყველა დროისა, რომელიც აღდგება მის წინააღმდეგ არც ღმერთისგან და არც ჭეშმარიტებისგან არ არის, არამედ დამღუპველია და სულისათვის საზიანო.
 
0