დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად
დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო, ვინც საერთოდ დაკარგა, ან თავის თავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყაროსგან - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ, ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.
|