
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
უღმერთონი უბრალოდ მავნებლები კი არ არიან, არამედ ადამიანები, და სხვათა შორის, ჭკუით გამორჩეულნიც
უღმერთონი უბრალოდ მავნებლები კი არ არიან, არამედ ადამიანები, და სხვათა შორის, ჭკუით გამორჩეულნიც სხვა ადამიანებს შორის. მათი სულები ურწმუნოების შხამით არის მოწამლული; ისინი ყველაზე ღარიბები არიან. რამეთუ სხვა უპოვარნი, რომელთაც არც პური, არც სამოსი, მიწა და ჯანმრთელობა არ აქვთ, საკუთარი გულით ღმერთს - ყველა ნიჭთა მომნიჭებელს დაატარებენ. ისინი ღვთის, შემოქმედის იმედით არიან. საცოდავ უღმერთოებს კი ეს ყოველივე არ აქვთ. ისინი არ ფლობენ იმ უძვირფასეს მამულს, რომელიც ღმერთისაგან შექმნილ ყოველ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს კიდეც. მათ არ ჰყავთ ღმერთი, ამიტომაც უღმერთოებს სიბრალულით და არა სიძულვილით უნდა მოვეპყრათ, "რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათივს მოკუდა" (რომ. 5, 6). იმ მსხვერპლის გულისათვის, რაც ქრისტემ უღმერთოთათვის გაიღო, უნდა ვწუხდეთ მათთვის, როგორც მკვდართათვის და ვევდროთ მაცხოვარს მათი სულების რწმენაში აღდგინებისათვის.
|