ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
ჭეშმარიტად, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი მარადიული
ჭეშმარიტად, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი მარადიული ცხოვრების არსებობა სწამს. ის კი, ვინც მხოლოდ ამ მქრქალ ცხოვრებას აღიარებს, მას სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილის სწამს და იმ სიკვდილმისჯილს მოგვაგონებს, ყოველ წუთს გასროლას რომ ელის. ო, რომ იცოდე, რამდენი საბუთი აქვს ღვთის ეკლესიას სხვა სამყაროსა და მარადიული სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად! ო, რომ იცოდე, რამდენი წმიდა სული მოვლენილა იქიდან, რათა დაემტკიცებინათ ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კეთილი და მხსნელი რეალობა.
|
|