
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება თავისი ათინათითა და იდუმალი
ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება თავისი ათინათითა და იდუმალი სახეებით. თუმცა, მატერიალისტები მას დაუკვირვებელი და გამოუცდელი ადამიანის მსგავსად აღიქვამენ, რადგანაც ერთადერთ რეალობად მიიჩნევენ, ამიტომაც არ ძალუძთ, რომ სხვა სამყაროსა და ცხოვრების არსებობა ირწმუნონ. მაშინაც კი, როდესაც ეს სამყარო ყოველ ნაბიჯზე ამხელს საკუთარ თავს სიცრუეში, მატერიალისტებს ჯიუტად სჯერათ მისი რეალობისა. ამგვარად ისინი ორივე სამყაროს კარგავენ: ხილულს იმიტომ, რომ მას იმად არ იღებენ, რასაც რეალობაში წარმოადგენს, ხოლო უხილავს კი იმ მიზეზით, რომ განუდგებიან მას. სიტყვით მატერიალისტები ორივე სამყაროს, ორივე ცხოვრებას უარყოფენ: მატერიალურს მათზე არასწორი წარმოდგენით, სულიერს კი მისადმი ურწმუნოებით.
|