თემა:
ფსალმუნები
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნს ყოველთვის ეკავა ცენტრალური და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი.
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნს ყოველთვის ეკავა ცენტრალური და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი. ეკლესია მასში ხედავს არა მარტო ადამიანური ლოცვის, სინანულის, თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველების საუკეთესო და ყველაზე შესატყვის გამოხატულებას, არამედ ქრისტესა და ეკლესიის ნამდვილ "სიტყვიერ ხატს", გამოცხადებას გამოცხადებაში. წმიდა მამები თვლიან, წერილის ერთ-ერთ განმარტებლის სიტყვით, რომ "მხოლოდ ქრისტე და მისი ეკლესია ლოცულობს, ტირის დალაპარაკობს ამ წიგნში" (ფსალმუნთა წიგნში). ამიტომ იმთავითვე ეკლესიის ლოცვის საფუძველს, მის "ბუნებრივ ენას", სწორედ ფსალმუნები წარმოადგენდა. ღვტისმსახურებაში ფსალმუნები გამოიყენება პირველ რიგში როგორც ყოველდღიური მსახურების მუდმივი საფუძველი.
|