
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ქადაგება
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭიროებანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწავლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში მისი სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭევრმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ მისმა სიტყვამ მსმენელთა გულებში შეაღწიოს და იქ თავისი კვალი დატოვოს. მართალია, ამგვარ მქადაგებლებს ხალხისათვის უფრო დიდი სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად მსმენელებში უკმაყოფილებასა და შფოთს იწვევენ. ეს არცაა გასაკვირი, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ.
|