
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად, წმინდანთა გარდა. რამეთუ, მხოლოდ
არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად, წმინდანთა გარდა. რამეთუ, მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვამენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სული დაიღუპა ამქვეყნიური ქება-დიდებისაგან, ვიდრე ლანძღვისა და სიძულვილისაგან.
|