
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
ბევრი ქრისტიანია, უფლის ყველა კანონის შესრულებას რომ ცდილობს, მაგრამ ამავე დროს მათში არ სუფევს
ბევრი ქრისტიანია, უფლის ყველა კანონის შესრულებას რომ ცდილობს, მაგრამ ამავე დროს მათში არ სუფევს სრული ერთგულება უფლის ნებისადმი და როდესაც თავს ტანჯვა დაატყდებათ ხოლმე, ამაში შემოქმედს ადანაშაულებენ და ბუზღუნებენ. ამით ისინი აღმოაჩენენ, რომ უფლისადმი ერთგულება იოტის ოდენადაც არ არის მათში, რწმენა კი ზედაპირულია და მასთან დაკავშირებული ყველა საქმე ადამიანურ გათვლებამდეა დაყვანილი. ამიტომ იცოდე, რომ ვარჯიში უფლისადმი ერთგულებაში, ყველა ჩვენს სულიერ ვარჯიშზე უფრო მნიშვნელოვანია. ყოველ ცისმარე დღეს თქვი: „დაე იყოს ნება შენი, მამაო ჩემო და ღმერთო ჩემო!“
|