
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები, რომელნიც სიყვარულით მსახურებენ ქრისტეს, იტანენ მძიმე
დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები, რომელნიც სიყვარულით მსახურებენ ქრისტეს, იტანენ მძიმე ავადმყოფობებს, ლანძღვას, ცილისწამებას ცხოველმყოფელი უფლის სასოებით. ეს ის უდიდესი სულები არიან, რომელთაც თავიანთი მაცხოვრისაგან ისწავლეს, რომ მიწიერი ცხოვრება მსახურება და ტანჯვაა და არა გართობა და ტკბობა, სამოთხის შესასვლელია და არა სამოთხე, მწირობა და არა ნავთსაყუდელი. ამ უდიდეს სულთათვის უღელი ჭეშმარიტად ტკბილია, ხოლო ტვირთი მსუბუქი. რამეთუ სიყვარული მათი ქრისტეა, იმედი მათი ქრისტეა, ხოლო ქრისტესთან ერთად ჯვარზეც იოლია, საფლავშიაც სინათლეა და ჯოჯოხეთშიც სიტკობებაა.
|