
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, მართალნი სიმართლის გზას ადგებოდნენ, ცოდვილნი კი უფლისა და ჭეშმარიტებისაკენ მოიქცეოდნენ. ამ ზემოქმედების წყალობით სამოელ წინასწარმეტყველი ირჩევდა და მირონს სცხებდა მეფეებს. დავითი ინანიებდა, იოსები და დანიელი სიზმრებს განმარტავდნენ, სამი ყრმა ცეცხლოვან ღუმელში სიკვდილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორმა განადიდა ერთიანი ღმერთი, ზორობაბელმა აღადგინა ტაძარი იერუსალიმისა, იოსები ყრმა იესოსა და მარიამთან ერთად ეგვიპტეში გაექცა ჰეროდეს მახვილს. მაგრამ, განა ყველა ამ მოვლენათა ერთობლიობა არ განეცხადა მსოფლიოს ხორცშესხმული უფლის ძის, მაცხოვრის სახით? მთელი ძალა, სიბრძნე და წყალობა მარადიული ზეციური რეალობისა, თავისი სისრულით განცხადდა მასში - უფალ იესო ქრისტეში, იმდენად, რამდენადაც იგი ხელმისაწვდომია ხალხისათვის მათ ხორციელ არსებობაში.
|