image

თემა: მადლი

სოფლის მამალი ცხოვრობს პატარა ეზოში და კმაყოფილია თავისი ხვედრით; მაგრამ არწივს, რომელიც დაფრინავს ღრუბლებში და უცქერის სიმაღლიდან შორეულ სივრცეებს, იცნობს ბევრ ქვეყნებს, უნახავს ტყეები და მინდვრები, მდინარეები და მთები, ზღვები და ქალაქები, ფრთები რომ შეაჭრა და აიძულო იცხოვროს მამალთან ერთად იმ პატარა ეზოში, წარმოიდგინეთ რა მწუხარებასა და ნაღველში ჩავარდება. - ასე სული, როცა შეიცნობს მადლს და მერე ჰკარგავს მას, საშინლად დარდიანობს და ვერსად ვერ პოულობს სიმშვიდეს. - უფალს არ დავუტოვებივართ ჩვენ სიობლეში, როგორც დედა სიკვდილის შემდეგ ტოვებს ობლად შვილებს, არამედ ნუგეშინისმცემლად მოგვცა სულიწმიდა. იგი გვიზიდავს ჩვენ ღმერთის სიყვარულისკენ; ო, რა ცუდია სულისთვის, როცა ჰკარგავს იგი სიყვარულს და შემართებას; მაშინ მწუხარებს იგი და ეძახის ღმერთს: "როდის გნახავ კვლავ უფალო, როდის დავტკბები მშვიდობით და სიყვარულით?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები