ავტორი:
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
ჭეშმარიტად დიდებული, საკვირველი და მრავალფეროვანია იესუ ქრისტეს მოღვაწეობა მისი მიწიერი ცხოვრების
ჭეშმარიტად დიდებული, საკვირველი და მრავალფეროვანია იესუ ქრისტეს მოღვაწეობა მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს. იგი თავის სიყვარულს არ ზღუდავდა არც ადგილით, არც დროით, არც ადამიანებით. იგი ყველასთვის ყველა იყო: სიბნელეში მყოფთათვის ანათებდა, ურწმუნოებს ჰმოძღვრიდა, დაცემულთა წამოაყენებდა, მტირალთ ცრემლს სწმენდდა, ცოდვილებს აცხოვნებდა. მის გარშემო იკრიბებოდნენ იუდეველი დიდებულები და მდაბიო ლაზარე. ცოდვებით ქედდადრეკილი მოხუცი ზაქე და კეთილი მისწრაფებებით აღსავსე ცოცხალი ჭაბუკი. მარიამ მაგდალინელი და სამარიტელი დედაკაცი. იგი ყველას ჭეშმარიტების სიტყვას შთააგონებდა, ცდილობდა რა მათი სულების ხსნას, მათ მოზიდვას სასუფეველში, სადაც ადამიანები განურჩევლად შეადგენდნენ მასთან ერთს, განუყოფელს, მიწყივნეტარსა და უსასრულოს. ამგვარი მოღვაწეობით უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ჩვენი მიწიერი ცხოვრებისა და ღვაწლის ცოცხალი მაგალითი მოგვცა. ამ მაგალითმა აღზარდა წმინდა მოციქულები და ყოველნი მართალნი. დე, იგი ჩვენც სინათლედ გვექცეს, ცხოვრებისეული ამაოებიდან მიწყივმყოფ სინათლეში აღმყვანებელად. და ჩვენ ჩვენი ძალისა და ნიჭისაებრ სარგებლობა უნდა მოვუტანოთ უკლებლივ ყოველ ადამიანს და შევეცადოთ მათ სულიერ, მაცხოვნებელ ნუგეშინისცემას.
|