
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ,
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მცთური ვერ წარიტაცებს.
|