წმ. სილუან ათონელი

როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო. მაგრამ

როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო. მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი. ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არცერთი ზრახვით და არასდროს არ დაუკარგავს მადლი, მაგრამ მასაც ჰქონდა უდიდესი ტანჯვა; ხოლო, როცა იგი იდგა ჯვართან, მაშინ უსაზღვრო, როგორც ოკეანეა, ისეთი იყო მისი მწუხარება; მისი სულის ტანჯვა შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის ტანჯვა სამოთხიდან განდევნისას, იმიტომ, რომ ღვთისმშობლის სიყვარულიც შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის სიყვარული სამოთხეში. თუ იგი დარჩა ცოცხალი, მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის ძალამ განამტკიცა იგი. უფალს სურდა, რომ მას ეხილა მისი აღდგომა და რომ ამაღლების შემდეგ იგი დარჩენილიყო დედამიწაზე მოციქულების გასამხნევებლად და სასიხარულოდ, ასევე ახალი ქრისტიანული ხალხისთვის.
 
თემატური კითხვები
0