პაისი მთაწმინდელი

კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე. კრძალული ადამიანი, შესაძლოა

კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე. კრძალული ადამიანი, შესაძლოა შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა მწუხარება. კრძალული ადამიანის მოქმედებები ფაქიზი და აკურატულია, ის მკაფიოდ გრძნობს ღმერთის, ანგელოზებისა და წმიდანების მყოფობას. იგი აშკარად განიცდის, რომ მასთან არის მისი მაყვედრებელი - მფარველი ანგელოზი. მის გონებაში გამუდმებით არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მისი სხეული სულიწმიდის ტაძარია. იგი უბრალო, წმინდა და კურთხეული ცხოვრებით ცხოვრობს. მოკრძალებული ადამიანი ყველგან მორიდებულად და ყურადღებიანად იქცევა, ის ყოველგვარი სიწმიდის შეგრძნებით არსებობს.
 
0