უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა. უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას,

უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა.
    უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს.
    უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.
    სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან.
    ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა.
     უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით.
    მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავის ქმნილებებით.
     სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად.
    იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა დიდება აამაღლა.
     უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა.
    თ. I, 11-20
 
თემატური კითხვები
0