წმ. იოანე დამასკელი

თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს

თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმისთვის მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისათვის განაწყოს ისინი. საბოლოო მიტოვებით კი მაშინ სჯის ღმერთი ადამიანს, როცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ღმერთის მხრივ ყოველი ძალისხმევისა მის სახსნელად, კვლავაც შეუსმენელი, უგრძნობელი და განუკურნავი რჩება, ანუ ისეთი, რომლის განკურნვაც უკვე სრულიად შეუძლებელია, რამეთუ ეს განკურნვაც მხოლოდ მისი თავისუფალი ნებით და არჩევანით უნდა მოხდეს. აი, მაშინ კი, ამგვარი ადამიანის ხვედრი საბოლოო დაღუპვაა, ისეთი, როგორიც უფლის გამცემ იუდა ისკარიოტელს ეწია.
 
0