
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, უფალი იესო ქრისტე, ღვთის განკაცება, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
მამამ ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ თავისი ძე მოგვცა ჩვენ. მაგრამ, თვითონ ძემაც მოინდომა, განკაცნა და
მამამ ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ თავისი ძე მოგვცა ჩვენ. მაგრამ, თვითონ ძემაც მოინდომა, განკაცნა და ცხოვრობდა ჩვენთან, დედამიწაზე. წმიდა მოციქულებმა და მრავალმა ადამიანმა იხილეს უფალი სხეულში, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო იგი, როგორც ღმერთი. მე კი, ცოდვილს, მომეცა შემეცნება, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. უფალს უყვარს ადამიანი და ეცხადება მას, როგორც თვითონ ინებებს. როცა სული იხილავს უფალს, მორჩილებით უხარია მეუფის გულმოწყალება და ყველაფერზე და ყველაზე მეტად უყვარს თავისი შემოქმედი. თუმცა იგი ყველას ნახავს, ყველა ეყვარება, მაგრამ ყველაზე მეტად უყვარს უფალი. სული იცნობს ამ სიყვარულს, მაგრამ მისი სიტყვებით გადმოცემა არ შეუძლია, იგი შეიმეცნება მხოლოდ სულიწმიდით, რომელსაც მას მისცემს უფალი. სული უცებ ხედავს უფალს და შეიცნობს მას. ვის შეუძლია ამ სისრულის აღწერა?
|