
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
მოციქულებმა ნახეს გარდამომავალი იგი (სულიწმიდა) ცეცხლის ენებში, ჩვენ კი ვგრძნობთ მას ჩვენში. იგი
მოციქულებმა ნახეს გარდამომავალი იგი (სულიწმიდა) ცეცხლის ენებში, ჩვენ კი ვგრძნობთ მას ჩვენში. იგი ყველაფერ მიწიერზე უფრო ტკბილია. იგი შეიგრძნეს წინასწარმეტყველებმა და ეუბნებოდნენ ხალხს, ხალხიც ისმენდა. წმიდა მოციქულებმა მიიღეს სულიწმიდა და უქადაგებდნენ ადამიანებს ხსნას; არაფრის არ ეშინოდათ, რამეთუ სული ღვთისა ამტკიცებდა მათ. მოციქულმა ანდრიამ უთხრა იგემონს, რომელიც აშინებდა მას, ემუქრებოდა ჯვარცმით, თუ კვლავ იქადაგებდა, "მე რომ ჯვარცმის მეშინოდეს, არც ვიქადაგებდი მას". ასევე სხვა მოციქულებიც, შემდეგ მოწამენი, წმიდა მოღვაწენი სიხარულით მიდიოდნენ ტანჯვაზე და წამებაზე. და ყველაფერი ეს ხდებოდა და ხდება იმიტომ, რომ სულიწმიდა კეთილია და ტკბილი, იზიდავს სულს ღმერთის სიყვარულისკენ და სულიწმიდის სიტკბოებისაგან სულს არ ეშინია ტანჯვის.
|