
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
საქმე
მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არა
მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა ღმრთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქველ საქმეს ან სათნოებას აღვასრულებთ, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენს საკუთარ, სოფლიურ საქმეს ვაკეთებთ, თუკი იგი ღმრთის წინაშე პატიოსნად და ერთგულად იქნება შესრულებული.
|