წმ. სილუან ათონელი
თემა: რწმენა

რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევიცნობთ მას, თუ არ ვიცხოვრებთ მისი მცნებების თანახმად,

რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევიცნობთ მას, თუ არ ვიცხოვრებთ მისი მცნებების თანახმად, რამეთუ უფალი შეიმეცნება არა მეცნიერებით, არამედ სულიწმიდით. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი მივიდა იმ რწმენამდე, რომ არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი ვერ შეიცნო. ჩვენ მონაზვნებიც, ვსწავლობთ უფლის კანონებს დღე და ღამე, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო ღმერთი, თუმცა კი სწამს. სხვაა გწამდეს, რომ არის ღმერთი და სხვაა იცნობდე მას, - აი საიდუმლო. არიან სულები, რომელთაც შეიმეცნეს უფალი; არიან სულები, რომელთაც ვერ შეიმეცნეს იგი, მაგრამ სწამთ; არიან ისეთებიც, რომელთაც არა მხოლოდ ვერ შეიმეცნეს, არამედ არცა სწმათ; მათ შორის არიან თვითნასწავლი ადამიანები. ურწმუნოება მოდის სიამაყიდან. ამაყ ადამიანს თავისი გონებით და მეცნიერებით სურს შეიცნოს ყველაფერი, მაგრამ მას არ ეძლევა ღმერთის შემეცნება, იმიტომ, რომ უფალი ეცხადება მხოლოდ მორჩილ სულებს. მორჩილ სულებს უფალი უჩვენებს თავის საქმეებს, რომელიც მიუწვდომელია ჩვენი გონებისათვის, მაგრამ იხსნება სულიწმიდით. უბრალო გონებით შეიცნობა მხოლოდ მიწიერი და ისიც ნაწილობრივ, ხოლო ღმერთი და ყველა ზეციური შეიმეცნება სულიწმიდით. ზოგიერთები მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობენ, რათა გაიგონ რა ხდება მზეზე, მთვარეზე და ა.შ. მაგრამ რა სარგებლობა აქვს აქედან სულს? ხოლო, თუ ვეცდებით გავიგოთ, რა არის ადამიანის გულის შიგნით, დავინახავთ: წმინდანის სულში სასუფეველია, ცოდვილის სულში კი სიბნელე და ტანჯვა.
 
თემატური კითხვები
0