
ავტორი:
ღირსი ზოსიმე პალესტინელი
როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც
როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ, მასზე მიჯაჭვა. ვინ არ უწყის, რომ ყველა მონაგებზე უპირატესი ადამიანის სხეულია, მაგრამ ღვთის მოყვარეთათვის ისიც არარაობად შეირაცხება, თუკი უფალი მოითხოვს ამას, რადგანაც ხორცის მოკვდინება უფრო ადვილია, ვიდრე სულის სამუდამო სატანჯველში მიცემა.
|