image

სამეუფო გზისათვის.

სნეულება ცოდვებისაგან განწმენდის საშუალებაა, თუმცა, შენი ნებაა. სამეუფო გზით იარე, საკუთარ ძალებს აღმატებულ ტვირთს ნუ შეეჭიდები - დაეცემი და ეშმაკი დაგცინებს; თუ ახალგაზრდა ხარ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. ერთხელ ეშმაკმა ერთ მართალს ჩააგონა, ორმოში გადახტიო, - ისიც მზად იყო, დათანხმებოდა, მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეაჩერა.
    მოდი, ასე მოიქეცი: გყვედრიან? შენ ნუ ყვედრი. გდევნიან? მოითმინე. გაგინებენ? შეაქე. საჯუთარი თავი განიკითხე და უფალი აღარ განგიკითხავს. საკუთარი ნება მთლიანად ღმერთის ნებას დაუმორჩილე. ნურასოდეს ნურავის ეპირფერები; შეიცანი შენს თავში სიკეთე და ბოროტება - ნეტარია კაცი, რომელმაც ეს შეძლო. შეიყვარე მოყვასი: მოყვასი არის შენი ხორცი ხორცთაგანი. თუ ხორცის ნებას დაჰყვები, მაშინ სულსაც წარიწყმედ და ხორცსაც, ხოლო თუ ღმერთის ნებას შეასრულებ, მაშინ ორივეს იხსნი დაღუპვისაგა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები