პაისი მთაწმინდელი

ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც

ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ქრისტე მოგაგებს სასყიდელს. და რაც უფრო მეტს შრომობ ქრისტესთვის, მით უფრო თბილი და ნათელი ხდები.
 
0