წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ღმერთი ადამიანში ორმაგად მოქმედებს - ეხმარება და სუფევს. შეწევნით უფალი მოქმედებს მცირედმორწმუნე

ღმერთი ადამიანში ორმაგად მოქმედებს - ეხმარება და სუფევს. შეწევნით უფალი მოქმედებს მცირედმორწმუნე კაცში, რომელსაც ზოგჯერ ახსენდება ღმერთი, იცის მცნებანი და გარკვეულწილად მათ შესრულებას ცდილობს. უფალი არ ტოვებს მას, რადგან იგი ცდილობს დაეყრდნოს უფალს. ხოლო სუფევით უფალი დიდი რწმენის მქონე ადამიანში მოქმედებს, რომელმაც ფართოდ გაუღო მას კარნი საკუთარი სულისა. დაწერილია: "უკუეთუ ვინ განაღოს კარი, და შევიდე მის თანა" (შეად. გამოცხ. 3, 20). ასეთი ადამიანი არაფერში არ არის საკუთარი თავის იმედზე, არამედ მხოლოდ უზენაესი ღმერთის იმედზეა. იგი თავის თავში უფლის ყოფნასა და მოქმედებას გრძნობს და მისადმი უდიდეს სიყვარულს განიცდის. ხოლო ქრისტემ ღვთისმოყვარულთ მათში ჩასახლება აღუთქვა: "უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა დ მის თანა დავადგრეთ".
 
0