პაისი მთაწმინდელი

ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ

ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა შვილს, რომელიც ეს-ესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმინდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. და სადამდე მივიდოდა ქვეყნირება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო! ადამიანების უმრავლესობა აბებით ცხოვრობს, ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სათქმელადაც საშინელებაა. ერთი მთვრალია, მეორე ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, მესამეს თავი აქვს გაბრუებული, მეოთხე უძილობით იტანჯება. და ხედავ, თუ როგორ მართავენ ეს ადამიანები ავტომანქანებს, დაქრიან მოტოციკლეტებით, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს, შრომობენ საფრთხის ქვეშ. რა, განა ყველა მათგანი არის საჭირო ფორმაში? მრავალი მათგანი შეიძლებოდა დასახიჩრებულიყო. როგორ გვიცავს ღმერთი! ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით.
 
0