
ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განვიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შევიმეცნებთ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია, ყოვლადძლიერია და სახიერია. შევიმეცნებთ ყველა მის უხილავ თვისებას და ამგვარად ვაღიარებთ მას უზენაეს განმგებლად. რაკი მთელი სამყაროს შემოქმედი ღმერთია, ჩვენ კი სამყაროს ნაწილნი ვართ, მაშასადამე, ღმერთი ჩვენი შემოქმედიცაა. ასეთ შემეცნებას მოსდევს რწმენა, რწმენას კი თაყვანისცემა.
|