
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.
|