
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
ღმერთზე მინდობა
ღმერთს სურს ჩვენი ნება, ჩვენი კეთილი მიდრეკილება, რომელიც თუნდაც მცირედ, მაგრამ კეთილზნეობრივი
ღმერთს სურს ჩვენი ნება, ჩვენი კეთილი მიდრეკილება, რომელიც თუნდაც მცირედ, მაგრამ კეთილზნეობრივი ღვაწლით მჟღავნდება. მას სურს, რომ ვაცნობიერებდეთ ჩვენს ცოდვილობას. ყოველ დანარჩენს ის გვაძლევს. სულიერ ცხოვრებაში კუნთები საჭირო არ არის. სიმდაბლით უნდა ვმოღვაწეობდეთ, ვითხოვდეთ ღვთის წყალობას და ყველაფრისთვის ვმადლობდეთ უფალს. იმ ადამიანზე, რომელიც ყოველგვარი პირადი გეგმების გარეშე, საკუთარ თავს უფალს მიანდობს, ღვთის გეგმა აღესრულება. რამდენადაც ებღაუჭება ადამიანი თავის "მეს", იმდენად უკან რჩება იგი. სულიერად ვერ წარემატება, ვინაიდან ღვთის წყალობას აბრკოლებს. იმისათვის, რომ წარემატებოდეს, ადამიანს ღვთისადმი დიდი მინდობა სჭირდება.
|