
თემა:
ღვთის ძიება
ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება
ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი: მორწმუნეთა და ურწმუნოთა; მართალთა და ცოდვილთა; უვნებელთა და ვნებაში დანთქმულთა; ღვთისმსახურთა და ურჯულოთა; ერისკაცთა და მონაზონთა; ბრძენთა და უსწავლელთა; ჯანმრთელთა და სნეულთა; ჭაბუკთა და მოხუცებულთა. რადგან, როგორც სინათლე, როგორც მზე და ჰაერის ცვალებადობა ერთნაირია ყველასთვის, ასევე იგი მაცხოვნებელია ყოველთა და ყოველივე ამის ჩვენთვის მომნიჭებელი და ვინც ეძებს მას, მათ გამოუჩნდება იგი, რადგან ცვალებადობას არ განიცდის და მიკერძოება უცხოა ღვთისთვის (რომ. 2, 11).
|