ნეტარი ავგუსტინე
თემა: სამება

შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ

შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებული აქვს სწორედ მისგან - ყოვლადწმიდა სამებისაგან და მის მიერვე წარემართება ესოდენ მწყობრი წესრიგითა და სიმშვენიერით. ამასთან, ეს იმგვარად კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქმნილების ნაწილი მამის მიერ იყოს შექმნილი, ნაწილი ძის მიერ, ხოლო სხვა ნაწილი სულიწმიდის მერ, არამედ ყოველივე ერთობლივ და თითოეული ბუნებაც ცალკე შექმნილია მამის მიერ ძით, სულიწმიდის მადლისაგან. რამეთუ ყოველი საგანი, სულ ერთია, სუბსტანციას ვუწოდებთ, არსობრიობასა თუ ბუნებას, ანდა სხვა რამ სახელს, ერთდროულად ატარებს თავის თავში ერთსაც, მეორესაც და მესამესაც. ასე რომ, წარმოადგენს რაღაც ერთიანსაც და სხვათაგან განსხვავებულსაც თავისი სახით და არ არის ამოვარდნილი საგანთა მწყობრი რიგიდან.
 
0