წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

შენ ვიღაცას ჰკითხე: სად არის ღმერთი? გიპასუხეს: ღმერთი შენშია. გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით, ეს

შენ ვიღაცას ჰკითხე: "სად არის ღმერთი?" გიპასუხეს: "ღმერთი შენშია". გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით, ეს რანაირადაა შესაძლებელი? დაახლოებით ისევე, როგორც სინათლე ოთახში ანდა ცეცხლი ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შეიცნობ, რომ იგი შენშია, მაგრამ ეს სხვისთვის ძნელი ასახსნელი იქნება. ბუნებაში ხატებასა და შედარებებს დაუწყებ ძებნას და ისევე იტყვი, როგორც მე გეუბნები: უფალი ჩემშია, მსგავსად სინათლისა სახლში, ან ცეცხლისა ღუმელში, ჰაერისა ფილტვებში, სიცოცხლისა ქმნილებაში, ანდა ვით ძალა, სიყვარული და ფიქრი ადამიანში. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხატებანი, შედარებანია და ყველა მათგანს არ ძალუძს იმის გამოხატვა, რასაც ადამიანი გრძნობს, როცა უფალი მთელი თავის სისრულით სახლდება მასში. უფლის მოციქული პავლე, ჩვენი სულიერი მამა, მორწმუნეთ უსურვებს "აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაითა".
 
6