წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული სიყვარულის გამო. იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ

შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული სიყვარულის გამო. "იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაითა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთვის, ყოველმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი (ქრისტე) იცნეს" (1 იოან. 3, 1) - წერს ქრისტეს თვითმხილველი. უფლის მოვლინებამდე კაცთა მოდგმამ არ უწყოდა მამის სიყვარულის შესახებ შვილებისადმი და შვილებისა მამისადმი, მაგრამ ჩვენს სამყაროში მხოლოდშობილი უფლის ძის დაბადებით ადამიანებს მასზე და მის ერთიან ზეციურ მამაზე თვალი აეხილათ, დაინახეს მანამდე შეუცნობელი ზეციური სიყვარული. განა ამ ზეციური სიყვარულით გამთბარმა არ უარყო წმიდა ეკატერინემ მიწიერი სამეფო გვირგვინი და თავის მოკვეთით სიკვდილი მიიღო? რამდენი მოწამე დაადგა მის გზას, ვინც განიძარცვა სხეულებრივი გარსი, მსგავსად ძველი სამოსისა.
 
0