წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები

შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები შენობათა და ძეგლთა ქვის მემატიანეებში იმ დღეებს აღნიშნავენ, როცა ისინი მიწიერმა მეფეებმა მოინახულეს. ჩვენ კი საკუთარ გულებში ზეციური მეფის მიერ მონახულების დღეს ჩავწერთ. ხე დალპება, ქვა დაიშლება, ხოლო ის, რაც გულში ინახება, დასძლევს სიკვდილს და მარადიულობას შეერთვის. წმიდა ადამანები ქრისტეს სახელს ისევე ბუნებრივად ახსენებენ, როგორც სუნთქავენ. როდესაც წმიდა ეგნატე კოლიზეუმში მხეცებმა დაგლიჯეს, მისი გული უვნებლად გადარჩა, მასზე თითქოს ორი ასო იყო ამოკვეთილი: ი (იესო), ქ (ქრისტე).
 
0