წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

შობა - კეთილი დღე, ქრისტეს მიერ განცხადებული, მარადიული ცხოვრების გამოცდაა. ამ დღემდე ქვეყანაზე

შობა - კეთილი დღე, ქრისტეს მიერ განცხადებული, მარადიული ცხოვრების გამოცდაა. ამ დღემდე ქვეყანაზე მხოლოდ ნამცეცები ცვიოდნენ, რათა ხალხისათვის ზეციური სერობის შესახებ შეეხსენებინათ. ადამიანები ციებ-ცხელებიანებივით იტაცებდნენ მათ, არ უწყოდნენ, თუ საიდან ან ვისგან იყო ისინი. ქრისტე ქვეყნად მოვიდა, რათა ხალხისათვის ეჩვენებინა დაუსრულებელი სერობა სიცოცხლისა და მარადიულ ნადიმზე მიეწვია ყველა. ხოლო, ვინც მიწვევა მიიღო და ირწმუნა უცოდველი, ცხოვრების სიხარულის შიმშილს განიცდიდა, შიმშილს ღვთიური სიცოცხლის უხვი სერობისა. როდესაც წმინდა მოწამე ზინობს შესთავაზეს, არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გაეკეთებინა, მან უპასუხა: "სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე არაა, არამედ სიკვდილი გახლავთ, ხოლო სიკვდილი ქრისტესათვის არ არის სიკვდილი, იგი სიცოცხლეა".
 
0