თემა: აღზრდა

ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს. შვილის გამწვრთნელი

ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.
    შვილის გამწვრთნელი შეწენვას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს.
    შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს.
    აღესრულა მამამისი და, თითქოს, არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი.
    ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე.
    რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი მადლის გადამხდელი.
    შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული.
    გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა.
    გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს.
    ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო.
    ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში.
    თ. 29-30
 
0