
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი:ლოცვითა წმიდათა
პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი:"ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა", ნუთუ ამდენი წმიდანიდან ერთიც არ დაგეხმარება? უფლის ნდობა არასდროს დაკარგო. თავს ადამიანური ლოგიკით ნუ შეიზღუდავ, ასე თავადაც იტანჯები და საღვთო შემწეობასაც ხელს უშლი. თუკი შენი კეთილგონიერი ადამიანური ქმედების შემდეგ, ყველაფერს, რასაც იქმ, და საკუთარ თავსაც უფალს მიანდობ, ეს მეტად დაგეხმარება არა მხოლოდ შენ, არამედ სხვებსაც. ღვთისადმი მინდობა დიდებული საქმეა.
|