
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა
უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შეიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას. მოვა ოდესმე ის დრო, როცა მადლი ღმრთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი, ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველ სიკეთეს! ჭეშმარიტად, შურია ერთი დიდი და უმოწყალო მფლობელი და სასტიკი ბატონი ჩვენი გულებისა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა.
|