წმ. იოანე ოქროპირი

სწავლა ლჱ. თავი იგ. მოთმინებისათვის

სწავლა ლჱ. თავი იგ. მოთმინებისათვის

საყვარელნო, რაჟამს გესმას, ვითარმედ მეუფე ყოველთა შეკრული განისჯებოდა, ნურა რად შეგირაცხიეს სოფლისა ამის საქმენი! უკეთუ ქრისტემან ესოდენნი ვნებანი თავს იდვა და მოითმინა შენთვის და შენ სიტყვაცა არა თავს იდვა მისთვის და მოითმინო სიხარულით? არამედ ქრისტე თავს იდებს ნერწყვასა, და შენ იმკობი სამოსლითა შვენიერითა და ბეჭდითა აბრწყინვებ კეთილთა შენთა? ქრისტე იყვედრებოდა და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს-იდებ? არამედ ეძიებ პატივსა. რაჟამს ვინმე გაგინოს, საყვარელნო, მოიხსენე ქრისტესი, ვითარ აგინებდეს! უკეთუ ვინ განგკიცხოს, მოიგონე, რამეთუ კიცხევით თაყვანის-ცემდეს მას და ეცინოდეს. და არა თუ ოდენ ბოროტი არა უყო, არამედ სიმშვიდით და ტკბილად თავს იდებდა ყოველსავე. მას უკვე ვბაძვიდეთ ძმანო! და რომელი მან ჩვენთვის თავს იდვა, ჩვენ ჩვენთვისვე არა მოვითმინოთა? რამეთუ რად განრისხნები მაგინებელისა შენისათვის? უკეთუ უსამართლოდ გაგინა? არა ჯერ არს განრისხება, არამედ უფროსად წყალობა მისი. რამეთუ შეცთომილ არს, უკეთუ კულა სამართლად გაგინა, მაშინ ჯერ არს მყუდროებით მოთმენაი, რამეთუ სამართალსა იტყვის: რამეთუ უკეთუ მდიდარიმცა იყავ და გლახაკად ვინ გიწოდა, რადმცა დაგეთმინა შენ სიტყვა იგი, ანუ თუ გლახაკი გიწოდონ? ეგრეთვე არა განრისხნი, რამეთუ სამართალ არს. ეგრეთვე უკვე გულის-ხმა-ჰყოფდი ყოველსავე და კეთილად მოითმინო. უკეთუ კულა სხვათა წინაშე გაგინოს და გრცხვენოდეს მათ ყოველთაგან, გულის-ხმა-ჰყავ, რამეთუ უფროსად კეთილ არს, რათა იხილონ მათ ყოველთა მოთმინება შენი და გაქონ და მას აბრალონ, ხოლო უკეთუ არავინ იყოს მუნ ბრძენი, მაშინ უფროსად იხარებდ, რამეთუ ღმერთი ჰხედავს და წმიდანი ანგელოსნი მოთმინებასა შენსა და მუნ გაქებდენ. რამეთუ უმჯობეს არს ერთისა ანგელოსისა ქებაი, ვიდრე ყოვლისა სოფლისა. და რად ვიტყვი ანგელოსთა, რამეთუ თვით თავადმან ღმერთმან გაქოს წინაშე ანგელოსთა და ყოველთა კაცთა? ამას ესე ვითართა გულის-სიტყვათა მოვიგონებდეთ, საყვარელნო, და მადლობით მოვითმენდეთ ყოველსავე, რამეთუ, უკეთუ გვაგინოს ვინ, იგი არს ბოროტ. არამედ უკეთუ შური ვიძიოთ მის ზედა და უკეთუმცა არა კეთილ იყო დუმილით თავს-დებაი, და მოთმინებაი, არამცა ეთქვა ქრისტესა, ვითარმედ, "უკეთუ ვინ გცეს ყვრიმალსა მარჯვენესა, მიუპყარ მეორეცა". არამედ ყოველი ბოროტი ჩვენ ზედა ამისთვის არს, რამეთუ კაცობრივთა საქმეთა ვეძიებთ და არა ღვთისათა, გარნა ვისწრაფოთ ხსენება თვისთა ცოდვათა და ესრეთ შემუსრვილად წარვლოთ ცხოვრება ესე, რათა მივიწივნეთ ზეცადმცირედ-მცირედ, ვითარცა კიბითა, რამეთუ ამას მოასწავებდა კიბე იგი იაკობისი - ამაღლებასა სათნოებითი სათნოებად. აღვიდოდეთ უკვე, საყვარელნო, კიბესა მას, რათა მივიწივნეთ ცად და ვჰპოვნეთ კეთილნი იგი საუკუნენი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამი
 
თემატური კითხვები
6