წმ. იოანე ოქროპირი - მოთმინება
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მოთმინება

სწავლა ლთ. მოთმინებისათვისვე.

საყვარელნო! ვითარცა უფალმან სძლო (დასძლია სოფელი) სოფელსა, შესაძლებელ არს უკვე ჩვენ მიერცა ძლევაი, უკეთუ გვენებოს სასოებითა წინამძღვრისა მის სარწმუნოებისა ჩვენისათა, და ვიდოდეთ გზასა მას, რომელი მან წარვლო.
    ვჰსძლოთ უკვე სოფელსა, მივივლტოდეთ უკვდავებად, შევუდგეთ მეუფესა, შეურაცხ-ვჰყოთ გულის-თქმანი, მივსცვალნეთ ზეცად სულნი ჩვენნი! ესრეთ იძლიოს ყოველი სოფელი ჩვენ მიერ: უკეთუ ძეურაცხ-ვჰყოთ, იგი ძლეულ არს. უცხო ვართ ჩვენ და წარმავალ, ნუმცა რას უკვე ზედა მწუხარე ვართ სოფლისა საქმესა, არამედ სიხარულით მოვითმენდეთ და ვჰმადლობდეთ ღმერთსა.
    რამეთუ, დაღცა თუმცა მდიდარი იყავ და დიდებული, და წარხვედმცა ქვეყანასა უცხოსა, სადა არავინ გიცნობს, და მუნმცა გაგინეს, არამცა გეტკინა შენ, ვითარ შენსა მას ქალაქსა შინა, უკეთუ გაგინოს ვინ. არამედ მას უცხოსა ქვეყანასა თავს-იდებ: შიმშილსაცა და წყურილსა და ყოველსავე ჭირსა. ეგრეთვე უკვე აწ მოიგონე, ვითარმედ უცხო ხარ და წარმავალ, და ნუმცა რაი შეგაწუხებს. არამედ ყოველივე მოითმინე, უცხოსა ამას შინა ქვეყანასა, რაიცა მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ ქალაქი გაქვს, რომლისა ხელოვანი და შემოქმედი ღმერთი არს, და მწირობა ესე მცირედ ჟამ არს. თავს-იდებდე ულმობელად გინებასა, და ცემასა, და ყოველსავე ჭირსა, რამეთუ უცხოებასა შინა ვართ. ბოროტი იგი არს, უკეთუ ჩვენსა მას ქვეყანასა და ჩვენთა ქალაქთა წინაშე ვიყვნეთ შეურაცხად. იგი არს ფრიადი უშვერებაი და დიდი დაჭირვებაი. ხოლო სადა მეცნიერი არავინ ესვას, მუნ ყოველსავე ადვილად თავს იდებს. ამისთვის უკვე ნუმცა რად შეგირაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, არამედ მადლობით მოითმენდე, რათა მუნ განსვენება ჰპოვო, და ბრწყინვალითა გვირგვინითა იშვებდე. რამეთუ მრავალი ცოდვისათვის ფრიადსა ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს-იდებენ მას ყოველსა ეშმაკისათვის. ხოლო ჩვენ ღვთისთვის არა თავს ვიდვათა და სიხარულით მოვითმინოთ?! და რამეთუ სათნოება სავსე არს ყოვლითა დაწყნარებითა; რამეთუ ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულ-გრძელება და მსგავსნი ამათნი. არა გვიხმს წარსაგებელი უსარგებლოი, არცა ყვედრებანი წარსაგებელსა მისთანა, არამედ, დაღაცათუ სასმელი ერთი გრილი წყალისა წავაგოთ ღვთისათვის, სასყიდელი მისი არს დაგვჭირდების, არამედ გარდამატებულად მოგვეცეს, და მღმერთი მადლიერ იყოს ჩვენდა. ხოლო ვინათგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაი სიტყვა მივუგოთ ჩვენ უფალსა? უკეთუ ამას დავუტევებდეთ და წინააღმდგომსა ვსდევდეთ, და ნებსით ჩვენით შთავსთხევდეთ თავთა ჩვენთა ცეცხლსა გენიისასა.
    ამისთვის გევედრები, ძმანო, განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქვენნი სენისა მისგან სულიერისა, და ნუ ვინ წარიკვეთს სასოებასა. რამეთუ შვილმან მანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ჰქმნა, არამედ, ვინათგან მოიქცა სახლადვე მამისა თვისისა, პირველივე პატივი მიეცა. და ჩვენცა უკვე, საყვარელნო, ვბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცვეთ და განვთავლსუფლდეთ ტყვეობისა მისგან, რათა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები